Thursday, October 9, 2014

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ხათუნა კობახიძე
რაიონი
ამბროლაური
სკოლა
ნიკორწმინდის საჯარო
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება  რამ შეჭამა რკინა?
 თემა შეეხება კოროზიას,მის გამომწვევ მიზეზებს და მისგან დაცვის ხერხებს.
თემის შინაარსი
მოსწავლეები დაგეგმავენ და ჩაატარებენ ცდებს კოროზიაზე.მოიძიებენ ინტერნეტში ინფორმაციას კოროზიით გამოწვეულ ზიანზე და დასახავენ გზებს მისი თავიდან ასაცილებლად.
საგანი
ქიმია.მეცნიერება
დონე/კლასი  
  საბაზო საფეხური.ix კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
1 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
კვლ.ix.1  მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.კვლ.ix2მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.კვლ.ix.3მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.კვლ.ix.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.ქიმ.ix.6მოსწავლეს შეუძლია მეტალთა აქტიურობის მწკრივის გამოყენება.ქიმ.ix.7.მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების შეფასება ქიმიის თვალსაზრისით.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ კვლევის მიზანს.გამოთქვავენ მოსაზრებებს.არჩევენ მონაცემების მოპოვების გზებს.განსაზღვრავენ კვლევითი აქტივობების თანმიმდევრობას.არჩევენ სათანადო ხელსაწყოებს/აღჭურვილობას/ინსტრუმენტებს.არჩევენ მონაცემების აღრიცხვის ფორმებს.იყენებენ შესაბამის მასალას ან/აღჭურვილობას და ატარებენ დაგეგმილ ცდებს უსაფრთხოების წესების დაცვით.აწარმოებენ დაკვირვებას და აღრიცხავენ მონაცემებს.აკვირდებიან,ზომავენ,იყენებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  საშუალებებს.იყენებენ სათანადო წესებს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფათ.იყენებენ სხვადასხვა ხერხს მონაცემთა წარმოსადგენად.იყენებენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.აანალიზებენ მონაცებს და გამოიტანენ დასკვნებს.იყენებს მეტალთა აქტიურობის რიგს სათანადო ვარაუდის გამოსათქმელად.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
ბუნებაში მიმდინარე რა ცვლილებები იცით?
თემატური კითხვები
როორ ვაწარმოებთ სამეცნიერო კვლევებს?ყოფა-ცხოვრებაში ყველაზე მეტად გრომელი მეტალია ამოყენებული?
შინაარსობრივი კითხვები
რა არის სურათებზე გამოსახული?როდის ძლიერდება კოროზია?რა არის ინჰიბიტორი?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ






Т სქემა


შეფასდეს შემდეგი უნარები:სააზროვნო,
კვლევის,პრობლემის გადაჭრის,კომუნიკაციის,
კითხვა-პასუხი
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე
.



მოსწავლეების წინარე ცოდნის შეფასება

    ფიშბონი

პრობლემა დაიყოს ნაწილებად:მიზეზებად და არგუმენტებად. მოხდეს ინფორმაციის დახარისხება.
ტესტები
პრეზენტაცი
ვენის დიაგრამა
სოციალური,თვითმართვის
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრისთვის გამოვიყენებ კითხვა-პასუხს,ვიცი-მინდა ვიცოდე -ვისწავლე. მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის მიზნით პრეზენტაციას, უკუკავშირის უზრუნველყოფის მიზნით რეფლექსიას,კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასებისთვის კვლევას, სასწავლო პროცესის ანალიზისთვის თვითშეფასებას და ტესტირებას.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მასწავლებელთან ერთად,ჯგუფთან ერთად  და ინდივიდუალურად შეუძლიათ კვლევის საგნის არჩევა.. აყალიბებენ კითხვებს საკვლევი საგნის  შესახებ. გამოთქვავენ  შემოწმებად  ვარაუდს კვლევის საგნის შესახებ. მასწავლებლის დახმარებით,ჯგუფთან ერთად და ინდივიდუალურად გეგმავენ და ადგენენ კვლევის ეტაპებს[ინფორმაციის და მონაცემების მოძიება,ექსპერიმენტი,საველე სამუშაო,შედეგების ანალიზი]კვლევის  შედეგად მოპოვებულ მონაცემებს  წარმოადგენენ ზეპირად, წერენ მოხსენებას და შეუძლიათ წარდგენა ფართო აუდიტორიის წინაშე სამეცნიერო ტერმინოლოგიის გამოყენებით.შეუძლიათ მეტალთა  აქტიურობის მწკრივის გამოყენება.
სასწავლო პროცედურები
1 დღე მასწავლებელი კრებს მოსწავლეებს,უსვამს ზოგად და თემატურ კითხვებს.შემდეგ პროექტორით აჩვენებს კოროზიის სურათებს და სვამს შინაარსობრივ კითხვებს,რომლის შემდეგ მისცემს მოსწავლეებს სამუშაო პროექტს თემაზე-კოროზია , სათაურით -რამ შეჭამა რკინა?კითხვა-პასუხით გაიგებს წინარე ცოდნას და მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად დაგეგმავს პრობლემის უკეთ შესწავლის  გზებს. 2 დღე მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად  ჩაატარებენ   ცდებს:5 სინჯარიდან პირველ,მეორე და მეხუთე სინჯარაში ჩაუშვებენ რკინის ლურსმანს, მესამეში-რკინის ლურსმანს სპილენძის მავთულით,მეოთხეში რკინის ლურსმანს თუთიის ფირფიტით.პირველ სინჯარას გავავსებთ წყლით,მომდევნო სამი კი-სუფრის მარილის ხსნარით.მეხუთეში სუფრის მარილს დამატებული ტუტე.ხუთივე სინჯარა უნდა ჩაპირქვავდეს ცალ-ცალკე ჭურჭელში რომლებშიც იგივე ხსნარია რაც სინჯარაშია.სინჯარებიდან სითხე უნდა გამოაძევონ ჟანგბადის მეშვეობით.ასეთ მდგომარეობაში სინჯარები უნდა გაჩერდეს ორი დღე. 3დღე-მოსწავლეები  გავლიან მოსახლეობაში და გამოიკითხავენ კოროოზიით მიყენებულ ზარალზე.4  დღე-მოსწავლეები გადაუღებენ სურათებს  სოფლის ტერიტორიაზე არსებულ კოროზიის შემთხვევებს.5 დღე-მოსწავლეები შეამოწმებენ ცდების შედეგებს და მეტალთა აქტიურობის მწკრივის საფუძველზე გააკეთებენ დასკვნას. 6 დღე-მოსწავლეები ინტერნეტში  მოიძიებენ  ინფომაციას კოროზიის შესახებ და მისგან დასაცავად. 7 დღე-მოსწავლეები დაამზადებენ ბროშურას
  








დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
მიეცემათ დამატებითი დრო სწავლისთვის, მოდიფიცირებული სასწავლო ამოცანები, მოდიფიცირებული დავალებები, ჯგუფური მუშაობა, დავალებების კალენდარი, ადაპტირებული ტექნოლოგიები, სპეციალისტების დახმარება. ფერად ილუსტრაციებს. სათამაშო ლოტო.  შეფასების კომპონენტები იქნება მოდიფიცირებული სადაც მოსწავლემ უნდა წარმოაჩინოს თავისი ცოდნა (ზეპირი გამოკითხვა, ილუსტრაციის შესრულება)

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

 ენაზე მუშაობისთვის დაიგეგმება სპეციალური სასწავლო კურსი და ინდივიდუალური გაკვეთილები ბილინგვური მოსწავლეებისათვის  თემში მოხალისე მასწავლებლებისგან ქართული ენის შემსწავლელთათვის. გამოვიყენებ ადაპტირებულ მასალებს, მაგალითად, ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრირებული ტექსტები, ორენოვანი ლექსიკონები, თარგმანის პროგრამები.   შეფასების ფორმატში გამოყენებული იქნება- მშობლიური ენის  და ქართული ენა .

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მივცემ რთულ დავალებებს.დავავალებ სიღრმისეულ კვლევას.იმუშავებს პროექტზე.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები,  ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები

No comments:

Post a Comment